დღვანაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დღვანაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაიგება 1 340 მ ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე გათვალისწინებულია წყალსაწრეტი მილების, ბეტონის არხების, ცხაურების და გაბიონების მოწყობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება