მარტვილში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისიებები ხორციელდება.

ამ დროეისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში ჩართულია მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალური ტექნიკა.

გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო.

ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ,,ენერგო პრო ჯორჯია”ს თანამშრომლები.

საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს