- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 20 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული.
უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანები დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.