ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 100 წელი შეუსრულდა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 100 წელი შეუსრულდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს.

ვენერა დანელია 1923 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ “100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ იუბილარს 2000 ლარი ჩაურიცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *