ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

  • „მდინარე ეკუთვნის ხალხს“ „შეჩერდეს მშენებლობა“, „ოდაბადე არ იყიდება“, – ამ შინაარსის ტრასფარანტებით მარტვილში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივებმა, სასამართლოს ჩატარებამდე, ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის გადადება მოითხოვეს.

შეკრებილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობა სთხოვეს. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა შეხვდა.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა, კანონის შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებენ.

მერიასთან შეკრებილებმა ავტომობილებით მსვლელობა მარტვილის ქუჩებსა და მიმდებარე სოფლებშიც მოაწყვეს. ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. როგორც ცნობილია, ბალდის კანიონი აუქციონის წესით, 20 – წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით ამ კომპანიას გადაეცა.

წყარო