- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE LLC“ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.