- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებული – გუნდი ,,მარტვილის ცენტრი” გახდა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში.
ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.