გაიმართა “მარტვილის თასის” გათამაშება

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქ მარტვილში, აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი “მარტვილის თასის” გათამაშება გაიმართა ფრენბურთში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 8 სოფლის გუნდმა მიიღო. შეჯიბრის გამარჯვებული სოფელი “ინჩხური”-ს გუნდი გახდა.

მეორე ადგილზე სოფელი “ნოღა” გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია სოფელ “სალხინო”-ს ხვდა წილად.

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.