- მარტვილის მუნიციპალიტეტის მუზეუმის შენობაში, დღეს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა საგრანტო კომპონენტის ფარგლებში წამოიწყო ახალი ბიზნები ან განავითარო არსებული საქმიანობა.
უწყების ცნობით, შეხვედრა ჩატარდა სოფლის განვათარების სააგენტოს მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ჩართულობით, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების” პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact, Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, სოფლის განვითარების სააგენტოს მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე ვებ. გვერდზე rda.gov.ge (ცხელი ხაზი 1501) ან მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში.