განკვეთილი მღვდელმსახურების შევიწროება სისტემური დევნის ფორმას იღებს -„სამართლიანობის ცენტრი“

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

უწყების ცნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე შეისწავლა 5-7 ნოემბერს მარტვილის რამდენიმე მონასტერში განვითარებული მოვლენები.

“პროცესებზე ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში მათი საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა და ამ პროცესში პოლიციამ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესები. პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ გამოსახლების პროცესის კანონიერება შეემოწმებინა და იძულების ქვეშ მყოფი სასულიერო პირების უსაფრთხოება და იურიდიული ინტერესები დაეცვა, მათი ნაწილი თვითნებურად დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამის განმარტებებიც კი არ მისცა”.-ნათქვამია განცახდებაში.

კომენტარის დატოვება