- დღეს ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დღესასწაული “მარტვილიობა” აღინიშნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა ლენტეხის, ცაგერისა და აბაშის ჯგუფებმა მიიღეს.
შესრულდა სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა,ჭყონდიდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.