ზედა ხუნწში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშამ, მერის წარმომადგენელთან გია გელენიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ჯამბულ ხუროძესთან ერთად დაათვალიერა.

საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინსი“ ასრულებს და მისი ღირებულება (პროექტირება, მშენებლობა) 1 192 079 ლარს შეადგენს.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.