- ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მერიის თანამშრომლებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროკურორებმა ისაუბრეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სხვადასხვა კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი გლობალური კამპანიისა და პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის – ,,არა ფემიციდს” ფარგლებში გაიმართა, რომელთა მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.