ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით დაფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს.