ლეცავეს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლეცავეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლეცავეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ლეცავეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტ დარბაზი, მინი სტადიონი, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენ”-ი ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილესთან, გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაციისთვის: ამ ეტაპზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

+9