- ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 144 460 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ასრულებს.
ლეხაინდრაოში გზის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.