- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის “მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი” პრეზენტაცია გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პოეტ თამარ სხულულიას შემოქმედებინად სხვადასხვა ლექსი წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები.
პრეზენტაციას ადგილობრივ მოსახლებასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.