- მარტვილელი ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია, კარიერას, თბილისის დინამოდან ლატვიის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს.
ლაშა ოდიშარია მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით ირიცხებოდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში. ლაშა ოდიშარია თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით და პიროვნული თვისებებით. შემდეგ ლაშამ კარიერა თბილისის დინამოში გააგრძელა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს