მარტვილის მერია 332 ოჯახს საშობაო ნობათს გადასცემს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, 332 ოჯახს, საშობაო ნობათს გადასცემს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ.

საშობაო ნობათის დარიგების პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კალათები 14 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 35 ათას ლარზე მეტია.

კომენტარის დატოვება