- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშიამ მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე.
ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.