- მარტვილის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფოემაციით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრის შენობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 133 550 ლარით დაფინანსდა.
გახსნის ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.