- მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თორნიკე ჯანაშია დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშია, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.