- მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 4 645 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.