- მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, სპეციალური მასწავლებლებისთვის რაიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე „ინკლუზიური მიმართულებით მოსწავლეებთან მუშაობა საინტერესო გამოცდილებაა“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მასწავლებლებმა თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა და ინკლუზიური განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.