მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან სურმავა აირჩიეს

  • დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს პირველი სხდომა მარტვილის №65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, რის შემდეგაც სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ირინა გადელია გაუძღვა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან სურმავა იქნა არჩეული. საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრო.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, პირველი სხდომა გაგრძელდება მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 12 საათზე, სადაც მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხების განხილვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *