- მარტვილის მუნიციპალიტეტი, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი “ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა (#EUSEW).
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ მიზნით, ლედგებეს საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ.