- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯი“-ს ფინალს უმასპინძლა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა. ჟიურიმ ათი ფინალისტი შეარჩია. კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულები. საუკეთესო ლექსის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა როინ აბუსელიძემ, მეორე ადგილი მირანდა ერისთავმა და მესამე ნანა ტრაპაიძემ. ასევე დასახელდნენ გამარჯვებულები “წლის საუკეთესო პოეტური დებიუტი” და “წლის საუკეთესო პოეტური კრებული”-ს ნომინაციებში.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მწერლები, პოეტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.