მარტვილმა, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტმა, ფეხბურთში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ნაგვაზაოს და ცენტრის გუდები დაუპირისპირდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას რეგიონალურ ტურნირში მიიღებს. გამარჯვებული და მონაწილე გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ. დასახელდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც.

ტურნირი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.