- დღეს, მარტვილმა ღვინის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.
მარტვილის ცენტრში ღონისძიება 5 საათზე დაიწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღვინის დღეების ფარგლებში მოხდა ადგილობრივი ღვინის, ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული თიხის ძერწვის და მეთუნეობის მასტერკლასები, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს.
ღვინის დღეებზე დღის განმავლობაში შესრულდა ქალაქური სიმღერები.
19 საათზე კი მარტვილის ცენტრში გალა კონცერტი გაიმართა, სადაც ნატო გელაშვილი, ძმები ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე და ზუკა ხუციშვილის ბენდი იმღერებენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.