- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა.
პროგრამის ფარგლებში 3 სკვერისა და თავისუფლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა პარკის მთლიანი ტერიტორია შეიცვალა სავალი ნაწილი, მოეწყო სკამები და მოსასვენებელი სივრცეები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
განხორციელდა: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, ლიბერთი ბანკის, სასტუმროს, საკრებულოს, მერიის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.