მარტვილს პლასტმასის 1 100 ლიტრიანი ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი, 236 ერთეული ნარჩენების კონტეინერი გადასცა.

მარტვილის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, ნარჩენების კონტეინერები მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება