- მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ “ბერმუხა”-ს საფეხბურთო მოედანზე, ადგილობრივ სოფლებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს მარტვილის “ცენტრი” და სოფელი “სერგიეთი” დაუპირისპირდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრამ დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაიარა და გამარჯვებულის გამოსავლენად, თერთმეტმეთრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, რომელშიც წარმატება სოფელ “სერგიეთ”-ს დარჩა.
ფინალურ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერძთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გაბრიელ სიგუა დაესწრნენ.
ფინალის ბოლოს ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.