მარტვილში ალილოს მსვლელობა მოეწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა.

საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.

შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

კომენტარის დატოვება