- მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მომღერალ ლინდა ადამიას და ჯგუფ “1/4” -ის კონცერტი გაიმართა.
შემსრულებლები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.