მარტვილში გაიმართა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით მიმდინარეობდა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ლადო ჩიქოვანის სახელობის გარდამავალ თასზე ორგანიზაციებს შორის, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფინალური შეხვედრა, ნაგვაზაოს მინი სტადიონზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს შორის გაიმართა და გამარჯვება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ გამარჯვებულებს თასი გადასცა. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.

კომენტარის დატოვება