მარტვილში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ღონისძიების მიზანია მუნიციპალიტეტებს დაეხმაროს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძოდ, თუ როგორ უნდა განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და მუნიციპალური სერვისების მიწოდებისას.