მარტვილში დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, შეხვედრები სერგიეთის, ნახუნაოს, აბედათის, ონოღიას და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.