- კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
მარტვილის მუნიციპლალიტეტის მერიის ინფორმაციიით, დასუფთავების აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია.
საქართველოში დასუფთავების აქციები ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.