მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება