- მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა. ექვსი საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ერთმანეთს კალათბურთში დაუპირისპირდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში გამარჯვება ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილი გოგონებში ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის გუნდმა, ბიჭებში აბედათის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ყველა მონაწილე გუნდი სერთიფიკატებით დაჯილდოვდა. ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო გუნდის სპორტის პედაგოგი ვალერი დანელია.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა, პედაგოგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.