- მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით მარტვილში ჩატარდა “მე-3 საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრები გუნდები, ასევე მონაწილეები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენთა შორის გამარჯვებულები გახდნენ: თენგიზ ბერიშვილი, გიგლა მითაგვარია, საბა ბასილაია, ოთიკო ხურცილავა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და თასებით.