- მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დასახლებების საერთო კრებები გაიმართა ნაგვაზაოს, ხუნწის, ნაჯახაოს, ლეხაინდრაოს და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გრიგალავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს