- მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შ.პ.ს. „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს.
სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალხინოში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელ გზაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები.