- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები გამოვლენილია ქალაქ მარტვილში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში. მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული.
ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია 1.4 კუბური მეტრი მუხისა და 3.82 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ჩამოუგანავი ფიცარი და 4 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი ხე-ტყე – მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა