მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

უწყების ცნობით, მეორე უკანონო სახერხი საამქრო კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 12 ერთეული წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

“ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება