- მარტვილში სპორტის პედაგოგის როლანდი (ლონია) კეკელიას სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა მინი ფეხბურთში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში ექვსი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბანძის და ონოღიის გუდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბანძის გუნდმა მოიპოვა. მესამე ადგილზე კი აბედათის სკოლის გუნდი გავიდა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი თასებით, ხოლო მონაწილე გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები.