მარტვილში საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, ლითონის მილები, ლითონის მილებზე ბეტონის სათავისები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ცხაური.

პროექტის ღირებულება 2 468 200 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.

გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2021 წელს განხორციელდა. გზა ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება