მარტვილში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *