მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საახალწლო ღონისძიებები, ხვალ 6 იანვარს, ორ საათზე დაიწყება.

ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი.

ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარის დატოვება