- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში, 3 იანვარს, ღონისძიების ადგილი იქნება თავისუფლების ქუჩა. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 15:00 საათზე.
15:00 – ორკესტრის მსვლელობა
• 15:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი
• 15:00-20:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 15:30 – 17:00 ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 16:30 – 17:00 – ქიმიური შოუ
• 17:00-18:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
• 18:00 -20:00 – სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი
• 20:00 – საზეიმო ფოიერვერკი